"ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 16:21, 16 Apr, 2019     618

„ენერგეტიკული სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მომხმარებელთა უფლების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის რეალური სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოუმბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, ენერგეტიკული ბაზრის იმ დიდ რეფორმაში, რომელსაც მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს, მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა.

თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ჩარჩო-კანონპროექტში, რომლის განხილვასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს საქართველოს პარლამენტი, პრინციპების დონეზეა გაწერილი, რომ კანონის მთავარი მიზანი არის ევროკავშირის სტანდარტებით უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის.

„ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელსაც მხოლოდ გლობალური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი არ ვიხილავთ, არამედ ეს არის მომხმარებლისთვის ენერგიის უსაფრთხო მიწოდების სინონიმი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება ენერგოომბუდსმენის ჩართულობას.

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღეს საზოგადოებას 2018 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკის სექტორში."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42