"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 16:20, 16 Apr, 2019     497

„წიაღის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არა მარტო დასაქმების, არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის თვალსაზრისითაც", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიაღის სექტორში წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ, ექსპორტი კი სადღაც 600-დან 700 მლნ დოლარამდე უნდა იყოს. ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ ჩვენ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ" - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან მთავრობა ბიზნესისგან ბევრ სასარგებლო რეკომენდაციებს იღებს.

„ამ რეკომენდაციებს ჩვენ უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ - იგი ეხება როგორც ლიცენზირების წესების, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოცემულობების გამარტივებას, რათა ეს სექტორი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური და ქართული კომპანიებისთვის" - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მხოლოდ 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, წიაღის სექტორში მობილიზებული ინვესტიციების მოცულობა 30 250 000 ლარს შეადგენს, რომლის საფუძველზეც შეიქმნება 350-მდე ახალი სამუშაო ადგილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42