მმართველი გუნდიდან დემარშით წასული ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის არცოდნასა და მის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ბესელია ამბობს, მმართველი გუნდი სადავო კანონპროექტის მიღებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ეხება, დაჩქარებული წესით ცდილობს.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი გუშინ ნაჩქარევად და საზოგადოების განწყობების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე განიხილა.
„მესმის, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციებით, პერსონალური ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ ურჩევნია, ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს. რეგლამენტს პატივი სცეს, კეთილი ინებოს პარლამენტის თავმჯდომარემ. თამარ, ერთი წუთით, დამაცადე, არ დამისრულებია. რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე, პერსონალური გადაწყვეტილებებით რეგლამენტსგადააბიჯოს, მაშინ, როცა უნდა. ჩასმულია უკვე ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ ასე ნაჩქარევად, უპატივცემულოდ, საზოგადოების განწყობების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე კომიტეტმა განიხილა. ეს კანონპროექტი არის დღის წესრიგში. მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასე, რატომ არღვევს ამ წესს, რატომ არ არის ჩვენი კანონპროექტი დღის წესრიგში,“ - ამბობს ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






