"2018 წელს ავარიებით ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი, 10 წლის განმავლობაში 6608 ადამიანი" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 15:39, 16 Apr, 2019     656

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი პროექტი წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საგანგაშო სტატისტიკაზე ისაუბრა.

„საგანგაშო სტატისტიკა უნდა გავიმეოროთ, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე. 2018 წელს, ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი. 10 წლის განმავლობაში გზებზე ჩვენ დავკარგეთ 6608 ადამიანი და ყველაზე ტრაგიკული და სამწუხაროდ გუშინ, 15 აპრილს ჩვენ დავკარგეთ 3 ადამიანი და დაშავებული გვყავს 16. ჩვენთვის ეს ფაქტი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ის ქმედებები, რომელსაც მივყავართ ამ ტრაგიკულ შემთხვევებამდე, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს ქმედებებს - ეს იქნება როგორც კამერების სისტემის მოწესრიგება, ასევე ქულების სისტემის შემდგომი განვითარება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ იქნება საკმარისი. ცალკე აღებული ვერცერთი უწყება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და სწორედ ამიტომ დავარღვიეთ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის, მეგობრის აღქმა და ესთეტიკა და ვეცადეთ, რომ სიმართლისთვის გაგვესწორებინა თვალი“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42