როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კოაბხიძემ, კომისიას მიმართა დაჩქარებული წესით მიეღო რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.
„ამ მიდგომის შესაბამისად ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმის გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ეშინოდეს ვინმეს ამ კრიტერიუმის, თუმცა გავითვალისწინოთ კონტექსტი და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს წინადადება შეიძლება გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






