"ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია, შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩანია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. ასევე შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს, ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ის ნორმა, რომელიც გამორიცხავს მთლიანად ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და როგორც მოგეხსენებათ, აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა, არის ინიციატივა, რომ მას არ ჰქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება ანუ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და კონტექსტის გათვალისწინებით, აქაც, მე პირადად მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, ამ რეკომენდაციის გაზიარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






