დღევან საგაზაფხულო სესიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის ინიტიავად სერიალების გადაღებასთან დაკავშირებით მიესალმა და აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხილება და იმის ჩვენება თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა 7 წლის განმავლობაში.
"უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში. ბატონო ნუკრი, თუ თქვენ ისტორიულ სერიალებზე ამბობთ, ვერავითარ ისტორიულ სერიალებს ვერ გადაიღებთ, ისტორიული სერიალები მოინდომეთ თქვენ, დიდგორობის გამოცხადება უქმე დღედ და სახალხო ზეიმად. ორი მოსმენით თქვენმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთი დიდის დაქნევით ჩაგივარდათ. თუ რატომ ჩავარდა ეს კანონი და რატომ არის ამოდებული მაგიდის ქვეშ, ამის შესახებ კორიდორში მოგახსენებთ პოლიტკორექტულობის გამო. შეეშვით ამ ისტორიულ აჩრდილებს და იფიქრეთ დღევანდელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღევანდელი მდგომარეობა კი უკიდურესად სავალალოა" - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






