მოსამართლეთა დანიშვნისა და შერჩევის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია. ფანცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარემ გააკეთა:
„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული მოსამართლეების შერჩევასთან, მოსამართლეთა არჩევასთან და ეს კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი.
ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია, შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩანია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი,“ - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






