მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის N1-4 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
პოლიტიკა - 14:03, 16 Apr, 2019     623

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსების მიმდებარედ, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მუხიანში, დუმბაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. აღნიშნული სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და განახლებული სივრცით ისარგებლებს. რაიონში ამ ეტაპზე, ათი მცირე და ორი დიდი ზომის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42