„აქ იყო მოსული ის მხეცი გომელაური... ჩვენ ვაიძულებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს“ - მაჩალიკაშვილი
პოლიტიკა - 12:32, 16 Apr, 2019     678

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მსჯელობის დაწყებას ითხოვს. ის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და პარლამენტი მალე დატოვა.

„აქ პირდაპირ იყო მოსული ის არაადამიანი, მხეცი გომელაური და ათასი ტყუილები ილაპარაკა, აქედან წავიდა. ამის გამო არ ვქმნით ჩვენ საგამოძიებო კომისიას. შექმნიან, ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რომ რატომ ვდგავარ მე უკვე 9 თვე. ამ ყველა სისასტიკის ქვეშ რატომ ვდგავარ და რატომ ვითხოვ. მე იმიტომ ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში. მე იმას ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ეს ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში, ამას ველოდები და ამას გავაკეთებ მე,“ - განაცხადა პარლამენტის დატოვებამდე მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ: დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა უნდა გამოიძიოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა, თუმცა დეპუტატებს საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42