მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიუხედავად განხილვებისა, ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსად ა შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. თუმცა, მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება:
„ვენეციის კომისია რა რეკომენდაციებს დაწერს, უკვე აპრიორი ჩანს, რომ ამ რეკომენდაციების გაზიარება არ მოხდება იმიტომ, რომ არის გეგმა, რომ როდესაც ეს 10 კაციანი სია ჩაუვარდა იუსტიციის საბჭოს და ეს გეგმა ვერ განვახორციელებინეთ და არ განვახორციელებინეთ, ახლა ყველაფრის ფასად ეს კანონი უნდა გაიტანონ, იმიტომ, რომ ეს არის გზა, მათთვის სასურველი მოსამართლეები გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






