მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს მაინც გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა კანონპროექტის შემუშავებისას, იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შექმნა.
„წარმოუდგენელია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა იყოს ვენეციის კომისიისგან, იმდენად პატიოსნად, იმდენად იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შეიქმნა მმართველი გუნდის მხრიდან. კომიტეტზე, როდესაც მიდის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობა, აქ მაინცდამაინც სერიოზული არგუმენტები არ არსებობს და უცებ გადადიან მესიჯბოქსზე, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე შექმნეს. სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენი ოპონენტები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, ახსენებენ კლანს და საზოგადოება არის დაბნეული,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






