ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ერთი თვე გავიდა, მიუხედავა ამისა, მნიშვნელოვანი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი დღეს პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს. „ემპათიას“ ხელმძღვანელი სარჩელის შეტანას ევროპის სასამართლოშიც გეგმავს.
„რუსეთის სახალხო დამცველის აპარატიდან მივიღეთ სრულიად არაადეკვატური პასუხი, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილთან დაკავშირებით აფხაზეთის მხარეს. რაც შეეხება მონიტორინგს საპატიმრო დაწესებულებების, რუსეთის სახალხო დამცველი გვპასუხობს, რომ რუსეთის ფედერაცია თურმე არ აწარმოებს ამგვარ მონიტორინგს.
ჩვენ დღეს მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას კიდევ ერთხელ და შს სამინისტროს, რომ მათ მოახდინეს თუ არა რაიმე სახის იდენტიფიცირება დამნაშავე პირების,“-განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.
29 წლის ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






