სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი, მათ შორისაა იარაღი, ელექტროშოკი, ნარკოტიკი - ოპოზიციის შეფასებით, სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის
პოლიტიკა - 21:00, 15 Apr, 2019     978
მანდატურის სამსახურის მიერ წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და ამოღებულია 853 აკრძალული ნივთი.


იმ ნივთებს შორის, რომელიც მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისგან ამოიღეს, არის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება. სკოლებში ასევე ამოღებულია 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, ადგილი ქონდა სკოლის ტერიტორიაზე სავარაუდო ნარკოტიკის შეტანის 20 ფაქტს.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ აუცილებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მანდატურის სამსახურისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნა, გამოწვევად რჩება.

„გაუმჯობესებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმიტომ, რომ მანდატურის სამსახურისთვის, გამოწვევად რჩება, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმიტომ, რომ მეტი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ საერთოდ უსაფრთხოების კომპონენტი გაძლიერებული იყოს სკოლაში. ვატარებთ სხვადასხვა კამპანიას, ღონისძიებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს,“ - განაცხადა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნებოდა, რეაგირება და პრევენცია რომ არ მომხდარიყო.

„ჩვენ შევძელით 800-ზე მეტი აკრძალული ნივთის ამოღება. ეს არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენციის შედეგი. მანდატურის სამსახური რეგიონალური სამსახურები ძლიერდება,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ადრე სკოლის დირექტორები იყვნენ, მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რიცხვებს კატასტროფულს უწოდებენ. მათი თქმით, სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სტატისტიკა გაყალბებულია და მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშოა. 51-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გაიხსენა და საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ხშირად სტატისტიკაც გაყალბებულია ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ სკოლის დირექტორი, ხელმძღვანელები, როგორც წესი, მალავენ დანაშაულებს, რომ შემდგომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ის შედეგი, რაც არის სტატისტიკურად, ისიც სავალალო და კატასტროფულია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება ახალისებს მსგავსი ტიპის დანაშაულების არგამოძიებას, დამალვას. შედეგი იმისა, რომ თუნდაც, წელიწადნახევრის წინ გახმაურებულ საქმეზე, ტრაგედიასთან დაკავშირებთ რეალური დამნაშავეები არ დასჯილან. განათლების სისტემა მთლიანად მოშლილია. ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აიღოს,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ლაგვილავამ.

53-ე სკოლის ყოფილი დირექტორის თქმით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი უარყოფითად სკოლებსა და მოსწავლეებზეც აისახება.

„სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობა, თავისებურ ანარეკლს აკეთებს სასწავლო პროცესზეც. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მარიამ რამინაშვილმა.

წყარო რუსთავი2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42