ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ნუკრი შონია - შავბნელი წარსულის მქონე პირები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში
პოლიტიკა - 19:21, 15 Apr, 2019     1468
ზუგდიდში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ბნელი წარსულის მქონე პირები ჩაერთვნენ. უკვე ფიქსირდება ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები. კონფიდენციალური წყარო „კურიერს“ უყვება, რომ სოფელ ტყაიაში ადგილობრივებზე ზეწოლას ახდენს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა ნუკრი შონია, რომელიც 2010 წელს ტერორიზმისთვის გაასამართლეს.


შონიას კოჭოიასთან ერთად აფეთქებების სერიის ორგანიზება ედებოდა ბრალად და სასჯელსაც იხდიდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ნუკრი შონია, კოჭოასთან ერთად ტერორიზმის ბრალდებით იყო გასამართლებული.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლაში, ნუკრი შონია სწორედ მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს და მერობის არჩევნებში, ის ამომრჩევლის ხმების მობილიზებას ცდილობს.

ნუკრი შონია აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას,“ თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს.

რაც შეეხება თავად "ქართულ ოცნებას," პარტიაში ბრალდებებს უარყოფენ. ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაიზერ ნანავა ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ნუკრი შონია.

„არც ბორისოვი ვიცი ვინ არის და ზოგადად, არც ტერორისტები არ ვიცი... ტერორისტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს, ტერორისტები მოიკითხოს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ამბობს მაიზერ ნანავა.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი შონია 2010 წელს, აფეთქებების სერიებში მონაწილეობდა. საუბარია ამერიკის საელჩოსთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან და კიდევ რამდენიმე ადგილას განხორციელებულ აფეთქებებზე, რომელიც ბორისოვის მიერ იყო ორგანიზებული.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42