საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ ასცდება. აღნიშნულს გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ არ უნდა დაკარგოს რეალობის აღქმა, რადგან ქვეყანაში არსებული პროცესები იმას მიანიშნებს, რომ ვითარება პოლიტიკურ კრიზისამდე მივა:
„პროცენტების დათვლას ბატონ კობახიძეს ვურჩევდი თავი დაანებოს და ცოტა რეალურად აღიქვას მიმდინარე პროცესები, პრობლემა იმაში არ არის, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, პრობლემა იმაშია,რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს ამ ქვეყანას. საზოგადოება რეალურად არის გაწბილებული, აღშფოთებული, იმდენჯერ არის უკვე მოტყუებული, რომ ეს პროტესტი რაღაცაში ადრე თუ გვიან აისახება. გასაგებია ის სხვების პროცენტს იმიტომ აკნინებს, რომ ხელისუფლებას ებღაუჭება,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






