"პოლიტიკური გადარჩენის ინსტიქტი მაინც არ გაქვთ? მიიღეთ, კარგია, რაც უფრო მალე დაისამარებთ პოლიტიკურად თავს" - სამადაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე (ვიდეო)
პოლიტიკა - 11:07, 15 Apr, 2019     960

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წასულთა გუნდიც. საკომიტეტო განხილვისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრები იმ კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ოპოზიცის წევრის თქმით, „ოცნებას“ პოლიტიკური გადარჩენის ინსტიქტიც კი არ აქვს და თავს თავადვე ისამარებს:

„მე ქუჩაში გამოსული ან პარლამენტში მოსული ხალხი მოთხოვნით, რომ უზენაესი სასამართლო სასწრაფოდ უნდა დაკომპლექტდეს არ მინახავს, მაგრამ კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ძალიან დიდი ხნით მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. მე მაინტერესებს პოლიტიკური გადარჩენის ინსტიქტი მაინც არ გაქვთ? რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ, დღეს ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი, რას მოელით, ვენეციის კომისია რას გააკეთებს მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ? რომ რომელიმე კომისიის წევრი წმინდა მარკოზის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ, რომ ფორმალობაა ჩვენი მოწვევა, რადგან უკვე ჩანიშნული გაქვთ შემდეგი მოსმენა და არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო და ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ. ეს ხალხი მე აქ მეჩვენება? პროტესტის ნიშნად რომ სხედან? მაინტერსებს ვისთვის იღებთ ამ კანონპროექტს, როდესაც მთელი საზოგადოების კონსენსუსია, რომ ეს კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს წაართმევს დამოუკიდებლობის შანსს. ჩემთვის გასაგებია არჩვენები მოდის, სასამართლო სისტემის სრული კონტროლი გჭირდებათ და რა თქმა უნდა ეს არის თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაც აქ ითქმება. თანამონაწილეობა კანონპროექტის განხილვის პროცესში ფორმალობა კი არ უნდა იყოს, ამ თანამონაწილეობის შედეგად რეკომენდაციები უნდა გაგეთვალიწინებინათ და რომ არ გაითვალისწინეთ იმიტომაა ეს ხალხი აქ. მაგრამ თქვენ როგორც ჩანს ვერაფერს ვერ იგებთ და მიიღებთ ამ კანონპროექტს, ეს კანონპროექტი მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც მოელის თქვენ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ასე ექცევა საზოგადოებას, მიიღეთ, კარგია, რაც უფრო მალე დაისამარებთ პოლიტიკურად თავს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42