საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უხეშ შეფასებებს და დეზინფორმაციის უწოდებს.
„ძალიან უხეში შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ და ძალიან დიდი დეზინფორმაცია მოდის საზოგადოებაში. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ დღევანდელი კომიტეტი ამას კარგ სამსახურს გაუწევს. კომიტეტი რეგლამენტის მიხედვით დღეს იმართება, პარასკევს იქნება მეორედ მოსმენა და ამ პერიოდში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნები. რასაკვირველია, ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო, ეს სამუშაო პროცესია. რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი და არ უნდა გამოდიოდეს იმ ფორმატიდან, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი შეფასებები და სამართლებრივი რეგულაციები,“- ამბობს ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






