ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის" ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ" გაიმართა
პოლიტიკა - 22:04, 14 Apr, 2019     611

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის" ორგანიზებით 14 აპრილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიმართა მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ".

მარათონი ბერი გაბრიელ სალოსის დასაწყისიდან დაიწყო და სამშენებლო კომპანია დირსის ტერიტორიაზე დასრულდა.

მარათონში ახალგაზრდები, მოზარდები და უფროსი თაობის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები:

პირველ ადგილზე გასულ თემურ მამედოვს გარდამავალი თასი, მედალი, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ორკაციანი საგზური და "world fitness" - ის ულიმიტო აბონიმენტი გადაეცათ.

მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ვიტალი ბრეჟნევს და ნიკა გიხნიაშვილს მედლები და world fitness - ის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.

გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნათია მაჭავარიანმა, რომელსაც საცურაო კომპლექს "ოლიმპიკის" აბონიმენტი გადაეცა.

ასევე პირველ ათ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

ორგანიზატორებმა მარათონის ყველაზე პატარა მონაწილეს, ბუბუ იმერლიშვილს სპორტული მაღაზიის, "joma"-ის 100 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.

მარათონის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ინიციატორი", პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით უკვე მეორე წელია ატარებს მარათონს და აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ტრადიციული ხასიათი მიეცემა.

ორგანიზატორებმა მადლობა გადავუხადეს თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს ხელშეწყობისთვის.

მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადეს კომპანიებს world fitness, "ოლიმპიკსა" და "რედ ბულს", არასამთავრობო ორგანიზაციებს, "დავითიანსა" და "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას".

განსაკუთრებული მადლობა კი ორგანოზატორებმა სამშენებლო კოპანია "დირსის" და მარათონის თითოეულ მონაწილეს გადაუხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42