P.S.-ში გასული სიუჟეტის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ამჯერად კურორტებით დაინტერესდა. მისი სამიზნე აბასთუმანია. ადრე აქ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობდნენ. ამავე ტერიტორიაზეა ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა აქ ბიძინა ივანიშვილი სამოთხეს იშენებს და თუ რამე გამორჩეული და ღირებული ადგილი იყო, ყველაფერი მას აქვს ნაყიდი. მათ შორის, ცნობილი საავადმყოფოც უკვე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და აბასთუმანში ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტები ვერ მოხვდებიან. ახალი კლინიკა კი, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, არა დაავადებული, არამედ განკურნებული პაციენტების სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება.
ივანიშვილს აბასთუმანში უკვე საკუთარი სახლიც აქვს ჩადგმული. მეტიც, იგი აპირებს აბასთუმანში ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილებაც აკრძალოს და ტერიტორიაზე მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება ნებადართული შესვლა.
მასალის გამოყენების პირობები






