დედაენა არის მთავარი კარი სახელმწიფოს გაძლიერების, კულტურის, ურთიერთობებისა და პატივისცემისა - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, კულტურის სახლის კედელზე "დედა ენის" პანო გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში.
"დღეს სახელმწიფო ენის დღეა! მე მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები.
მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას "დედა ენით" და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია.
მე ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, ან შესაძლებელია ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ.
მე ვიცი, რომ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე პირადად, კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე და სწავლაზე.
დღეს ასევე ვნახეთ დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილის შესახებ.
რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს?
იმიტომ, რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისათვის, ერთმანეთის გაგებისა და პატივისცემისათვის.
ენა არის კულტურის კარი, კარი სახელმწიფოს გაძლიერებისა. ამისათვის იბრძოდნენ 1978 წლის 14 აპრილს, რათა სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული.
მათ რომ არ გაემარჯვათ, ალბათ, ამას არ მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე.
ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასათვის.
ეს ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში და დღეს, უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თქვენც გადადგან ერთი ნაბიჯი, ისწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
ისწავლოთ ენა, იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს.
ეს სიმბოლურია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სურს, თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ ეს სურვილი და მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მოქალაქეს სურს იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ - სწორედ მაშინ იქნება საქართველო ყველა მხრივ ძლიერი სახელმწიფო.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენ - სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა, პირველ რიგში, ბავშვებისათვის.
სწორედ, ბაგა - ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მერე ყველა პერსპექტივა და კარიერა ღია იყოს.
ამიტომ მე დღეს, ახალქალაქიდან ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ ეს და ჩვენც გვინდა.
იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ იქნება სურვილი, ეს უკვე განხორციელებული იქნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას ესწრებოდნენ: მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა