"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. აგრეთვე, შეხვედრაზე კამპანია "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის" ფარგლებში ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების შეგროვებაც გაგრძელდა, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს
„მიმდინარეობს ეს კამპანია ხელმოწერების შეგროვების რომ შერეული საარჩევნო სისტემიდან ჩვენი სახელმწიფო გადავიდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე. 15 აპრილს ანუ ხვალ იქნება შეჯამება შუალედური ციფრების და დღეს ვხვდებით აქტივს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ, კიდევ ერთხელ შევაფასოთ ის თუ რა მიღწევები გვაქვს კამპანიის მსვლელობაში და მომავალზე დავილაპარაკოთ იმიტომ, რომ ყოველი ხმა არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






