„ამ ჰალსტუხიანი „კანონიერი ქურდების“ ამოცანაა, ქვეყანაში პირდაპირ რუსული მმართველობა დაამყარონ“ - გოჩა მირცხულავა „დაიცავი საქართველოზე“
პოლიტიკა - 14:03, 14 Apr, 2019     1634
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენიმე ადამიანმა მკითხა, თუ რატომ დავწერე „დაიცავით საქართველო დაიცავი საქართველოსგან“.
განვმარტავ: ამ ადამიანებმა - სულით და მენტალობით საბჭოთა არისტოკრატიამ და ინტელიგენციამ ორჯერ დაამხო ხელისუფლება. ერთხელ გამსახურდია - ტყვიით, მეორედ სააკაშვილი - ტყუილით (და აქ არ ვამბობ იმას, რომ „ნაციოანელური მოძრაობა“ იმ დროს არ იყო დამარცხების ღირსი. მივუთითებ იმაზე, რომ მათ უკიდეგანო და ყოვლად ამაზრზენი ტყულები და ნარატივები გამოიყენეს ამ პოლიტიკური ძალის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ მათი ბრალია ახლა ორად გახლეჩილი საზოგადოების არსებობა) და ახლა მესამედ - როდესაც მათ გავლენას და კომფორტს დაემუქრა საფრთხე, ცდილობენ ხელისუფლება შეცვალონ, თუმცა უკვე სხვა ფორმულით - ვინმეს კი არ უნდა მიანდონ საკუთარ კომფორტზე ზრუნვა, არამედ, თავად მართონ და თავად განაგონ. ეს სწორად უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. ამ ჰალსტუხიანი „კანონიერი ქურდების“ ამოცანაა, შემოიკრიბონ ე.წ. ნაციონალურ პატრიოტული ძალები, გამოიყენონ ისინი და ქვეყანაში პირდაპირ რუსული მმართველობა დაამყარონ, თავად გახდნენ მეფისნაცვლები და ეგზარქოსებიც. ნუ გაგაკვირვებთ, მათ გვერდით ცალკეული გულანთებული, მაგრამ იდეურად მოტყუებული პატიოსანი ადამიანების ყოფნა. ასეთი რამ ბევრი გამოვიარეთ და ბევრი იმედგაცრუებული გვინახავს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვამბობ - ამ ადამიანების -კოლონიზატორის მიერ გამოზრდილი ინტელიგენციის და მათი მხარდამჭერების დრო და პარპაში უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.
სასამართლო და სამართლიანობა? ვისგან, მაღრაძისგან? არ მომისმენია მისი სამართლიანობა ხუნტის - პირველი ხელისუფლების დამამხობელთა - გვერით დგომის გამო. ბესელიასგან? არ მომისმენია მისი ავარდნა აფგან მუხთარლის საქმეზე, არც მაჩალიკაშვილის თემაზე. ა, იმათგან სამართლიანობა, რომლებმაც სარფიანი ტენდერები ვერ მიიღეს ან/და ვერც ნავთობკორპორაციაზე და ვერც რკინიგზაზე ვერ დაამყარეს პირადი კონტროლი?
რა გოიმია საზოაგადოება, ამათ პატრიოტობას და სულისკვეთებას რომ დაიჯერებს.
ვურჩევ ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს - არ აყვეთ ამათ მათ თამაშში და არ შეხვიდეთ მათ ველში.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42