Google-მა ქართულ ანბანს სპეციალური სტატია მიუძღვნა, სათაურით - "ანბანი, როგორც ისტორია".
"მშვენიერი ისტორია ქართულია ანბანის სამი ცოცხალი კულტურის შესახებ. მრავალსაუკუნოვანი ქართული დამწერლობა და ქართული წერისა და ბეჭდვის განვითარების ეპოქების მნიშვნელოვანი თავისებურებანი" - ასე იწყება სტატია ქართული ანბანის შესახებ.
სტატიაში ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობაა განხილული და აღნიშნულია, რომ დამწერლობის ტრანსფორმაციის მიზანი მისი გამარტივება იყო.
"ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნუსხურს დღემდე იყენებს ლიტურგიულ საქმიანობაში,"- აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში მრავალი ისტორიული ფაქტი და მოვლენაა მოყვანილი.
სტატიაში მოხვდა იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ იუდეის უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერებიც მოხვდა, რომელიც უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. სულ სამი წარწერაა, ამათგან 2 დაუზიანებელია, ერთი კი ამჟამად დაკარგულად ითვლება. 2 წარწერა თარიღდება 430 წლით ხოლო მესამე 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.
მასალის გამოყენების პირობები