ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საბანკო რეგულაციებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ამან პრობლემები შეუქმნა საცალო გაყიდვებს და განსაკუთრებით ტექნიკის მაღაზიებს.
მინისტრი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციები გათვლილია უფრო გრძელვადიან ეფექტზე და მისი მთავარი მიზანი არაგონივრული სესხებისგან დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის დაცვაა.
„რაც შეეხება საცალოს, არის განსაზღვრული შემცირება, მაგრამ ზუსტად აზრიც ამაში იყო, რომ ამ რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული. ზუსტად რა თქმა უნდა ამას რაღაც გავლენა უნდა ჰქონოდა. რომ არ ჰქონოდა ამას გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს რეგულაციები უეფექტო იყო. ჩვენ ხომ ვზრუნავთ არა მოკლე ვადიან შედეგებზე, არამედ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების გრძელვადიან კეთილდღეობაზე და დიაც, ჩვენმა მთავრობამ აიღო ეს პასუხისმგებლობა,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






