მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალო დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა. მოსახლეობამ თავად შეკრიბა ბუნებრივი აირის შემოყვანის თანხა, გაიყვანეს მილებიც, მაგრამ გაზი დღემდე არ არის გაშვებული. ‘’ევროპული საქართველოს‘’ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და მარნეულის მერობის კანდიდატთან აჰმედ იმამკულიევთან საუბარში ადგილობრივები სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ. სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს.
დავით ბაქრაძის განცხადებით - არავინ, არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე,არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ადამიaნებს არ აქვს ყურადღება, არ უგვარებს პრობლემებს და არ ეხმარება ,რომ მათ მოაგვარონ წყლის,გაზის და გზების და სხვა ძირითადი პრობლემები.
გამოსავალი ამ ყველაფრიდან რა თქმა უნდა არის ხელისუფლების შეცვლაში და თითოეულმა მარნეულელმა უნდა იცოდეს,რომ მომავალი მერის არჩევნები ,ეს არის მათი საშუალება შეცვალონ ცხოვრება უკეთესისკენ და აირჩიონ ისეთი კანდიდატი ,რომელიც მოაგვარებს პრობლემას გადაწტყვიტავს მათ გაჭირვებას და წაიყვანს რაიონს წინ ‘’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






