22 წლის ბიჭს 19 ჭრილობა მიაყენეს და მომკვდავი ქვებით ჩაქოლეს - გევო სარქისიანის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს
კრიმინალი - 22:10, 13 Apr, 2019     2151
სასტიკად მოკლული 22 წლის გევო სარქისიანის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. სარქისიანს 19 ჭრილობა მიაყენეს და მომაკვდავი ქვებით ჩაქოლეს.


როგორც მოკლულის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი სახლიდან 20 მეტრში სადისტურად მოკლეს.

ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, გევო საქრისიანს 19 ჭრილობა სხეულზე სამი სხვადასხვა დანით მიაყენეს, 32 დაზიანება კი ბლაგვი საგნით.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხუბში 12 ახალგაზრდა მონაწილეობდა, სარქისიანი კი მარტო იყო. ის ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი ჩაქოლეს.

სასტიკი დანაშაულის ერთადერთი ნეიტრალური თვითმხილველი სარქისიანების მეზობელი გახდა. მოწმე ლიანა ზალინიანი იხსენებს, რომ თავდაპირველად სარქისიანს 3 პირი ელაპარაკებოდა, რამდენიმე წამში კი ის სისხლიანი ასფალტზე დავარდა და შველას ითხოვდა. პარალელურად კი, ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე დაჭრილ სარქისიანს 12-მდე ახალგაზრდა სცემდა, მათ შორის ქვებით.

ამ ჩვენების მიუხედავად, სამართალდამცველები თავდაპირველად ოჯახს უმტკიცებდნენ, რომ 19 ჭრილობა და 32 დაზიანება მოკლულს ერთმა ადამიანმა მიაყენა. შესაბამისად, პროკურატურამ სარქისიანის მკვლელობისთვის ბრალი მხოლოდ ერთ პირს - ერიკ მხითარიანს წარუდგინა მაშინ, როდესაც ერიკ მხითარიანს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. ბრალდებულზე ძებნა პროკურატურამ მკვლელობიდან მერვე დღეს გამოაცხადა.

ერიკ მხითარიანმა, რომლიც, წესით, გამოძიების მთავარი ობიექტი უნდა გამხდარიყო, მკვლელობის ადგილი დატოვა, სახლში ელიას მთაზე მივიდა, შემდეგ წალენჯიხაში ჩასვლა და იქ ღამის გათევა და მოგვიანებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა.

სასტიკი მკვლელობის საქმე თავდაყირა ლევან სამხარაულის ექპერტიზის დასკვნამ დააყენა. ექპერტიზამ დაადგინა, რომ მკვლელობის დროს 2 დანა და ერთი ბასრი საგანი იყო გამოყენებული.

მკვლელობიდან 7 თვეში გამოძიებამ ბრალი ერიკ მხითარიანის ძმას - სტეფანე მხითარიანს და მათ მეგობარს - რაჩიკ კარაპეტიანს, წარუდგინა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ პროკურატურის ზეწოლის შედეგად მოწმეების შეცვლილი ჩვენებებია. გამოძიებას არც დანაშაულის იარაღი აქვს და არც რაიმე სხვა მტკიცებულება.

სტეფანე მხითარინის და რაჩიკ კარაპეტიანის ადვოკატები ადასტურებენ, რომ მკვლელობის დროს ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე ე.წ. გარჩევაში მონაწილებდნენ, თუმცა, მათ დანა არ გამოუყენებიათ.

მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 22 წლის გევო სარქისიანი დაკავებულებმა მოკლეს. თუმცა, პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულების და არასწორად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების გამო შიშობენ, რომ მათთვის ბრალის დამტკიცებას საგამოძიებო უწყება ვერ მოახერხებს.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ 23 აპრილს უნდა მიიღოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42