ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს და კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პოლიტიკა - 18:08, 13 Apr, 2019     896

დეპუტატი ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაანონსა, როგორც ოცნების ყოფილმა წევრმა აღნიშნა, მომდევო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ის გააკეთებს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას შეეხება. ამასთან ბესელიას თქმით, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც:

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. დაიცავი საქართველო დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42