„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
პოლიტიკა - 12:56, 13 Apr, 2019     534
13 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor's" - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -" - ის დონეზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.


რელიზის თანახმად, პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა. წინა წლის მსგავსად 2018 წელსაც წმინდა ექსპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, რაც გამოწვეული იყო საგარეო მოთხოვნის სტაბილიზაციით. ასევე, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები. აღნიშნულია ისიც, რომ ექსპორტის პოზიტიური წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2019 წელსაც შენარჩუნდება.

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, მიმდინარე დანახარჯების შემცირების შედეგად; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა.

ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები.

სარეიტინგო კომპანიამ შეაფასა საგარეო შოკებისადმი ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება. დოკუმენტის თანახმად, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების შესწორებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. „S&P" - ის თანახმად, მონეტარული პოლიტიკა არის ეფექტიანი და ინფლაცია დაბალ და სტაბილურ დონეზეა. აღნიშნული ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.

კომპანიის შეფასებით, საქართველოს ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2017 და 2018 წელს კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა.

"S&P"-ის შეფასებით, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აქტივების ხარისხი. აღნიშნულია, რომ მაღალი დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ტენდენცია პოზიტიურია და მცირდება დოლარიზაციის დონე. სააგენტოს თანახმად, მთავრობის ღონისძიებები პრუდენციული რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დოლარიზაციის დონის შემდგომ შემცირებას.

სარეიტინგო კომპანია „S&P" დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ საერთაშორისო მონეტარულ ფონდთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში (Extended Fund Facility (EFF)) მხარდაჭერილი პროგრამის მიმოხილვების წარმატებული დამთავრება და ხაზი გაუსვა დარჩენილი მიმოხილვების წარმატებით დასრულების აუცილებლობას.

გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „S&P" მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციით და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

ეკონომიკურ რისკებს შორის, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე წელს, „S&P" - მა დაასახელა რეცესია თურქეთში, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შემცირება და თურქული ლირისა და რუსული რუბლის შესაძლო გაუფასურება. ამის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, "S&P"-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია. გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ "S&P"-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42