საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 11:09, 13 Apr, 2019     628

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საფინანსო - ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის სფეროში საგამოძიებო უწყების წარმატებული გამოცდილება და ოპერატიულ - სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საგამოძიებო უწყების საქმიანობის მიზნების და საკანონმდებლო საფუძვლების თაობაზე და იმ დანაშაულების შესახებ, რომლებზეც საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ახორციელებს.

“საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის სფეროში დანაშაულის გამოვლენა - აღკვეთით, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით და რისკების გათვლით, საგამოძიებო სამსახური იცავს თავისუფალ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა სტუმრებთან შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. შეხვედრის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა დაათვალიერებინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42