"მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს" - შალვა შავგულიძე და ელენე ხოშტარია ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ
პოლიტიკა - 10:31, 13 Apr, 2019     678
არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით "ევროპული საქართველო" - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ.


შალვა შავგულიძის განცხადებით მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს:

„ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მთაწმინდის ამომრჩევლებს შევხვდით . მოგეხსენებათ ეს საჭიროა, რათა არჩევნები სამართლიანად იყოს აღქმული საზოგადოების მიერ, ბევრად სამართლიანად ჩატარდეს და მოპოვებული ხმების პროპორციულად აისახოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა პარლამენტში. უნდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ მოთხოვნას. მე იმედი მაქვს, რომ დანაპირები მილიონი ამომრჩევლის ხმა, წარდგენილი იქნება სრულად.“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ

ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარის თქმით, არცერთმა ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა არ უნდა მიიტაცოს ხელისუფლება ამის თავიდან აცილება კი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა:

„პროპორციულ არჩევენებზე გადასვლა ეს არის მთავარი ინტერესი რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას ,იმიტომ რომ ეს მოგვცემს საშუალებას არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ , არცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა , არცერთმა ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა არ უნდა მიიტაცოს ხელისუფლება . ეს იქნება ხალხისთვის მთავარი გარანტი იმისა რომ მათ მოუწევთ ხალხის ინტერესებზე ფიქრი და არა თავის ძალაუფლების კეთილდღეობისთვის ფიქრი.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42