"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 20:00, 12 Apr, 2019     794

პროფესიული გადამზადების პროგრამა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი იყო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ამ ჩამონათვალში მინისტრმა გამოყო სამი მთავარი მიმართულება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. „მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, არის ტურიზმი. „ სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42