"ეს ყველაფერი უკავშირდება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას" - ზუგდიდის ინციდენტის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 18 აპრილს ჩაინიშნა
პოლიტიკა - 19:42, 12 Apr, 2019     766
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე სასამართლო 18 აპრილს იმსჯელებს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ანი წითლიძეს დაუკავშირდნენ სამართალდამცავები და განყოფილებაში მისვლა სთხოვეს, თუმცა ის არ აპირებს მივიდეს სამმართველოში და გამომძიებლებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში იბარებს.

„დაგვირეკეს სამმართველოდან და გვითხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შედგეს და მივიდეთ სამმართველოში. რაზეც ვუპასუხეთ, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანია და ამიტომ მობრძანდნენ თვითონ იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. შემდეგ ადვოკატის ხელით გამოგვიგზავნეს საქმე და ახლა ველოდებით, როდის ჩაინიშნება ჩვენი სასამართლო. გვედავებიან დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყველა ეს პროცესი უკავშირდება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და ემსახურება ჩვენს განეიტრალებას რაც მათ არ გამოუვათ,“-განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძისა და პატარაიასთვის დაკავებისას ბრალი არ წარუდგენიათ, მათ პოლიციის ისე დატოვეს რომ რას ედავებოდა გამოძიება არ იცოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაძაბული ვითარება იყო სამეგრელოში , სოფელ ნაზარენში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათგან ერთის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42