გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ აქტივისთვის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი, რომელიც გასულ ღამეს დააკავეს, ზუგდიდი სასამართლოში იწყება.
დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია, დაგეგმილი ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებენ, რადგან მე არ მიმიძღვის ბრალი იმ ყველაფერში, რაც მოხდა. არანაირი შეურცხყოფა არ მიმიყენებია პოლიციისთვის და ამის დამადასტურებელი არანაირი ვიდეო არ არსებობს", - განაცხადა ჩხეტიამ პროცესის დაწყებამდე.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
მასალის გამოყენების პირობები






