ირაკლი ხმალაძე მერიასთან გამართული აქციის ორგანიზატორებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:04, 12 Apr, 2019     663

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით, “მწვანე კლუბის” მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია დარეგულირდეს გაუმართავი ავტომანქანების საკითხი და გატარდეს ტაქსების ეფექტური რეფორმა.

როგორც ხმალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ახალგაზრდული აქტივობა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახორციელებს.

„ჰაერის დაბინძურება ქალაქის პრობლემა რომ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით და არ შეიძლება, ამ იდეას არ ვიზიარებდეთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორია ის იდეა, რის გამოც ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ. ალბათ, ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ მათი მეტი ჩართულობა იმ აქტივობაში, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩვენთვის ეს დღეს არ გამხდარა ცნობილი. უკვე წელიწადზე მეტია, ძალიან ბევრი რამ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ამ მიმართულებით ქალაქში და კიდევ უფრო მეტი ღონისძიება განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით. აქ არის ორი ძირითადი პრობლემა: პირველია ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს და მეორე, საშენი მასალის უსისტემო, უსტანდარტო და არასწორი მიმოქცევა თბილისის სამშენებლო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ორივე მიმართულებით ძალიან ეფექტური გეგმა გვაქვს შემუშავებული, ბევრს ვმუშაობთ. პარლამენტში უკვე წარდგენილია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, შემოიღოს დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები საშენი მასალის განთავსება-ტრანსპორტირების მიმართულებით, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება საშენი მასალის ამტვერება, რაც შემდგომში იწვევს ჰაერის კრიტიკულ დაბუნძურებას. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებას, ამას ემსახურება ზონალური პარკირებაც, ტაქსების რეფორმაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც, როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მიმართულებით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება. ეს დაახლოებით ორწლიანი პროგრამაა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42