„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საუბარია წევრებზე - შოთა ქადაგიძეზე, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავაზე.
„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს.
„ამის ნათელი მაგალითი იყო, არამოსამართლე წევრების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა სია, რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია პროცედურებისა და კრიტერიუმების გარეშე იყო წარდგენილი. პარლამენტმა თავისი მოქმედებით აღიარა, რომ ეს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება იყო. იმის წინაშე ვდგავართ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, სიტუაცია შექმნას, თითქოს შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები, რითაც კანდიდატების შერჩევას სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს. მათთვის სასურველ წევრებს წარადგენენ და უზენაეს სასამართლოში სწორედ ეს კლანი შეავსებს მისთვის სასურველი პირებით ვაკანსიებს“, – განაცხადა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






