„ჩვენი წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავდგეთ გამოწვევების წინაშე" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 14:52, 12 Apr, 2019     548

„ვათვითცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის კვალობაზე ძალიან მაღლა დგას და ვითარდება ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტები, ამ კუთხით საუკეთესო ევროპულ მაგალითებსაც ვუტოლდებით, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მეტი მუშაობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დიალოგი მოსახლეობას, ინვესტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. საბოლოო ჯამში, ყველა ამ სოციალური ასპექტის გათვალისწინებით ინვესტიციები უნდა დაჩქარდეს და ადგილობრივი ენერგეტიკის წყაროები განვითარდეს. თუ ჩვენი სიმდიდრე - წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად არ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ფერხდება ზოგჯერ რომელიმე ენერგეტიკული პროექტი, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ასეთი პრობლემა ყოველთვის კომპლექსურია და არ არის ერთ კონკრეტულ ასპექტზე დამოკიდებული. „ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა ყოველთვის არის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მოხდა გარკვეული აცდენა სოციალური პრობლემის გათვალისწინებასთან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და დიალოგია საჭირო, ამას ინვესტორებიც ათვიცნობიერებენ. ჩვენ როლს ვხედავთ ამ დიალოგის ფასილიტაციაში ანუ ეს ორი კომპონენტი - სოციალურ/ეკოლოგიური მხარე და საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა დაეწიოს ერთმანეთს" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავამ დღეს სასტუმრო „შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42