სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა
პოლიტიკა - 13:50, 12 Apr, 2019     1509
საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:


„ძვირფასო მეგობრები/კოლეგებო,

გაცნობებთ რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას.

(მალე გაცნობებთ საით გამიწევია.)

მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

მიუხედავად იმისა რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა რომ ის ადამინი ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია რომ სხვადასხვა სახის გამოწვევბს უბრალოდ ვეღარ გავუმკავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები. (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა : ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე.“- წერს სოფო ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42