"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას
პოლიტიკა - 13:01, 12 Apr, 2019     638

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას.

"დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქისმიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშეანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

კანონმდებლობით შექმნილიდამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობისმაღალი გარანტიების მიუხედავად, მრავალი წელია მუდმივ წნეხს განიცდის საზოგადოებივი მაუწყებელი. კერძო მედია საშუალებებზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად საუბრობს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილზე და იყენებს მართმსაჯულების სისტემას ამ მიზნის მისაღწევად. ვლინდება, რომ სწორედ ტელეკოპანიებზე გავლენების მოპოვების მიზნით ახროციელებს ივანიშვილი ზეწოლას არაერთ ბიზნესმენზე.

დღეს ღია ზეწოლის მსხვერპლია ასევე აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს თანამდებობიდან გადააყენოს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის სტანდარტით და ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოს პირობებში ქმნის აჭარის ტელევიზიისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ყველა პირობას. მას ადასტურებს არაერთი მაღალი რეპუტაციისმქონე საერთაშორისო ანგარიში.

ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით. სწორედ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვოტით არჩეული აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომლის პოზიციას ემიჯნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას.

მივმართავთ მედია არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნულზე რეაგირიბისთვის" - აღნიშნულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42