„ივანიშვილის შეცვლა ვერც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხერხდება და ვერც მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძლებენ ამას. მიშას და მისი მხარდაჭერის გარეშე, ბიძინას დამარცხება არ გამოდის. ის რომ გრიგოლ ვაშაძე ყველაზე წარმატებული საპრეზიდენტო კანდიდატი არის ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ის, რომ განახლება მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტსაბჭო შეივსო ახალი ხალხით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს განახლების პროცესი აადვილებს, შესაძლებლობას ქმნის, დაიძლიოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკურ კეთრად აღმის პროცესი. შანსი ეს არის, „მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის მარცხის ფორმულა ხელისუფლებასთან ჭიდილში, თორემ სოლიდურად მიიღებენ ხმებს და ისევ იქნებიან ოპოზიციაში, მარტო ანტიმიშისტები - ეს არის ასევე მარცხის ფორმულა. ამიტომ გვინდა არ გვინდა ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს არის, დიდი ფართო, სათანამშრომლო ფორმატი სხვადასხვა ფორმის, დიდი კოალიცია, კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები, რომელიც ამ კოალიციასთან თანამშრომლობენ, ეს არის ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში,“- განაცხადას ბერძენიშვილმა რუსთავი2-თან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






