ია კერზაიას გარდაცვალების საქმე - ბაჩანა შენგელია მასალების გაცნობას, ამჯერად სასამართლოს საშუალებით ითხოვს.
მისი თქმით, პროკურატურამ მასალები არ გამოიძია და ამჯერად საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელთაც სარჩელის განხილვისთვის ვადა 15 დღე აქვს.
„სასამართლოს ვთხოვთ უკვე განიხილოს აღნიშნული უარის კანონიერება. ვითხოვთ, რომ ჩავერთოთ საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. დარღვეულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ამ უარით. ჩვენ წარმოვუდგინეთ სასამართლოს ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ პროკურატურა ვალდებულია მე ჩამრთოს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და რაც მთავარია სასამართლოს ვთხოვთ, რომ ღია სასამართლო სხდომაზე მოახდინოს საქმის განხილვა. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და იმედი მაქვს პროკურორები გასცემენ ამ შეკითხვებზე პასუხს" - არნიშნა ია კერზიას შვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






