„ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე გადადის, ასეთი ხელისუფლება დასრულებულია და მას ქართველი ხალხი აუნთებს წითელ ბარათს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 23:59, 11 Apr, 2019     1149

ზუგდიდში დაკავებული ენმ-ის პრესამსახურის უფროსი გიორგი პატარაია სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, კადრები, რომელიც ასახავს პოლიიის მხრიდან ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ ძალადობას, აუცილებლად გადაეგზავნებათ საერთაოშიროს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვება ზუგდიდში გარდაუვალია, ხოლო ამ ფონზე, ხელისუფლება ხავსს ეკიდება და გადასულია ძალადობაზე ოპოზიციის წინააღმდეგ.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო თვალთვალის ობიექტი, შეხვედრებზე უგზავნიდნენ თავიანთ ზონდერებს, რომ ჩაეშალათ შეხვედრები და ეს ხდებოდა რამდენჯერმე, ჩვენი შტაბის წევრების მანქანები იყო თვალთვალის ქვეშე და ბუნებრივია ჩვენ ამას ვიღებდით კამერებით და ვაფიქსირებდით. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რაც ყველამ ვიხილეთ - ხელისუფლების არაადექვატური ქმედებით და კიდევ უფრო უაზრო და არასერიოზული ქმედებით პოლიციის მხრიდან. ხელისუფლება რომელიც ძალადობაზე გადადის და მერე ამ ძალადობის ზურგიც არ აქვს, ეს ხელისუფლება დასრულებულია და ხავსს ეკიდება. ხელისუფლება, რომელიც ხვდება, რომ ხალხის მხადრდაჭერაც არ გააჩნია და მხოლოდ პო;ლიციის იმედად არის დარჩენილი, ის ამ პოლიციასაც აფუჭებს, მარგამ ასეთი ხელისუფლება მალე იქნება გასტუმრებული ისტორიის მოუსავლეთში.

ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრბო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ხელისუფლებამ მიიღო საკმაოდ სერიოზული გაფრთხილება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თუ ისინი ასეთი საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას აპირებენ, ჩვენ ამ არჩევნებს არ დავთმობთ, რადგან დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და თუ ეს ხელისუფლება შეეცდება ძალის გამოყენებით მიიტაცოს არჩევნები და მისი შედეგი და წაართვას ხალხს არჩევანი და დამერწმუნეთ ეს უკვე ყვითელი ბარათი არ იქნება, მათ აუნთებენ წითელ ბარათს და არა მხოლოდ საერთაშორისო ორბანიზაციები, უკვე ქართველი ხალხი აუნთებს წითელ ბარათს“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გვიან საღამოს სამართალდამცავებმა ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი, პარტიის პრესამსახურის უფროსი და ოპოზიციის წარმომადგენელი მანუჩარ ჩხერია დააკავეს.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია, ამ დრომდე პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42