„გადაავადონ და დაგვაცადონ ის ორი წელი. ჯიბეში რატომ მიხტებიან. ბიზნეს ცენტრები აქვთ აშენებული, ბიზნესები აქვთ, წილები აქვთ და გაჭირვებულ ხალხს არ უყურებენ ესენი. ბიძინამ აირიდა, ჩააბარა პოლიტიკა. გინდათ პოლიტიკაში მოსვლა? ხო ჩააბარა?! რას აკეთებენ? ხალხს ჯიბეში გვიხტებიან. დღეს „გაგვაკრასკინეს“, ხვალ „სოჩიკს“ ჩაგვიყენებენ მანქანაში და საფინანსოს შეტანას მოგვთხოვენ. რითი ვიცხოვროთ, რითი ვიარსებოთ ? ერთმა ადამიანმა რამდენი გავაკეთო. 6 ადამიანი ვარჩინო თუ მთავრობას შევუტანო ფული? შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტაქვის მძღოლებს დღეს სოლიდარობა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გამოუცხადა.
„ივანიშვილმა დღეს ნახა თავისი ხვალინდელი დღე. თუ არ წაიღო ეს გადაწყვეტილება უკან ტაქსების გადაღებაზე, ის გადაიღებება იმ დონეზე, რომ არავითარი არაგვი არ გარეცხავს მთელი თავისი მთავრობიანად. ამიტომ ჩვენ მივცემთ მას ულტიმატუმს დღეს, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტის წინ უვადო მდგომარე პერმანენტული აქციის დაწყებაზე და დავუძახებთ მთელს საქართველოს პარლამენტთან და მერე დაგვიდგნენ წინ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამ დროისთვის ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია დასრულებულია.
შენიშვნა: "პირველი არხის" ფოტო
მასალის გამოყენების პირობები






