წინასაარჩევნოდ გახსენებული ღმერთი - ივანიშვილი სამების ტაძრის სრული მოხატვის დაფინანსებას გეგმავს
პოლიტიკა - 17:03, 11 Apr, 2019     1579

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართვლი პარტიის რეიტინგის ამაღლებას წინასაარჩევნოდ საკუთარი ძალებით და რა თქმა უნდა, ფინანსებით ცდილობს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ხიბულაში ჩასვლის შემდეგ, ივანიშვილი ზუგდიდში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ოლიგარქმა განაცხადა, რომ ტაძრის მშენებლობასა და მის მოხატვაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს:

„ერთი მილიონი ვთქვი , მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

დღეს ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ იგი მზადაა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქომ გაავრცელა:

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი პატრიარქს ბოლოს ოფიციალურად ოჯახთან ერთად შეხვდა მაშინ, როცა მისი ვაჟი ბერა დაოჯახებას აპირებდა, თუმცა, მაშინ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვის სრული დაფინანსება არ გახსენებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 19 მაისს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42