გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 12:44, 11 Apr, 2019     637

გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო.

საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, გლდანის რაიონში, ჯამში, 165 მოზრდილი, ოთხი სახეობის - ირმის რქა, ნეკერჩხალი, დეკორატიული თუთა და არღავანის ხეები რვა მისამართზე დაირგვება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსახლეობასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო.

„გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან გამწვანების აქცია მოვაწყვეთ, რომლის ფარგლებშიც, ახლადმოწყობილ სკვერს მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის 20 ხე შევმატეთ. რასაკვირველია, გამწვანების ღონისძიებები სხვა მისამართებზეც არის დაგეგმილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ნარგავებს მოუფრთხილდეს და როგორც სკვერის ინფრასტრუქტურა, ასევე გამწვანების ზოლი არ დააზიანოს. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არსებულ გარემოს ერთად გავუფრთხილდეთ “, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 959 ლარი გამოიყოფა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42