მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები - იურიდიული კომიტეტი დღეს ბესელიას კანონპროექტსა და "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე იმსჯელებს
პოლიტიკა - 09:35, 11 Apr, 2019     704

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტს განიხილავს.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, მათი შემუშავებული დოკუმენტი არის გარანტი იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აღარ ჰქონდეს გავლენა. კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს რჩება უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე მთლიანი პროცესი გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში.

„თუ პარლამენტს უნდა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყოს არჩეული გამართული პროცედურით ამ პროექტს უნდა დაუჭიროს მხარი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ეჭიდება მმართველი პარტია ამ მთავარ ხაზს რომ როგორმე არ მოხდეს სასამართლოს იმ ჯგუფისთვის ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება რომელიც მათ ხელს შეუშლის შემდეგი მიზნების რეალიზებაში, მაგრამ აქ არიან დეპუტატები, რომლებსაც არ აქვთ ესეთი პირდაპირი ლობიზმი იუსტიციის საბჭოსთან. მე სწორედ მათგან ველოდები პრინციპულ პოზიციას. მარტო ლაპარაკი რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ ვიბრძვით უკეთეს სასამართლოსთვის, ჩვენ ვაჩერებდით 10-კაციან სიას, ეს ლაპარაკი არ არის საკმარისი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით დღეს იურიდიული კომიტეტის კიდევ ერთ ინიციატივას მოისმენს. მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული კანონპროექტი სესიაზე ჩავარდა, პარტია კომიტეტს ახალი ინიციატივით მიმართავს.

„ჩაბეტონება ამ კლანის მმართველობისა, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილის მართავს სისტემას და იმ კორუფციის, რომელიც დააბრუნეს ამ სისტემაში, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის დიდ საკითხი და სანამ რამე შანსი გვაქვს საკანონმდებლო დონეზე და საზოგადოებრივი წნეხით ჩვენ გავაგრძელებთ მორიგი ინიციატივების დაყენებას,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ალტერნატიულ არც ერთ კანონპროექტს, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42