“საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას” – ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:42, 10 Apr, 2019     615

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Energy Transition Dialogue 2019, სადაც მოხსნება გააკეთა თემაზე: ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ახალი ტექნოლოგიები, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინაპირობა.

ნათია თურნავამ მიმოიხილა ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირების გლობალური მნიშვნელობა, როგორც ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების, ასევე გეოპოლიტიკური რისკების შემცირების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონალური ჭრილში და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის" განვითარებისთვის.

მან დაასახელა კონკრეტული სამომავლო პროექტები, რომელებიც ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების სტაბილურობის ნიადაგს შექმნის. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველოში ქარისა და მზის ენერგიისადმი მზარდი ინტერესი და მიმოიხილა მათი ქსელში ინტეგრაციის სამომავლო პესპექტივები. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესწავლასა და საპილოტე პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი, რომლის შემდგომი განვითარებითაც ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი. „საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს იმ პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაა" - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ რუკასა და გეოპოლიტიკური დინამიკურობიდან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების კონკურენციის გაზრდის წინაპირობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42