რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.
ცქიტიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების" ყოფილი თანაგუნდელების ქცევაზე სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ისინი გუნდიდან ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ.
„აუცილებელია ყველას გვესმოდეს სიმართლე, რომ გვესმოდეს რითია განპირობებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის ქმედებები, ძალიან სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ვერ შეძლეს გუნდში ყოფნა და ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ. რეალური მიზეზი სასამართლო არაა, ეს საკითხები კონსულტაციების გზით ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი და არა რეალური დაინტერესება სასამართლო სისტემით. დავფიქრდეთ ყველა ერთად, გამოვიყენოთ ეს ინტერვიუ, სად არის სიმართლე, სად არის მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






