თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორდღიან ღონისძიებაში - Day of Cities
პოლიტიკა - 16:18, 10 Apr, 2019     539

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, 8-9 აპრილს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ჟენევაში, სადაც მონაწილეობა მიიღო Day of Cities ორდღიან ღონისძიებაში. ღონისძიებაში ევროპის ქალაქების მერები და მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე - Planning Sustainable Infrastructure and Cities for the Future: Notable Projects and Initiatives.

მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თბილისის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით, მერიის მიერ შემუშავებულ მიდგომაზე, რომელიც ურბანულ განვითარებას, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოს დაცვას, ჰაერის დაბინძურების პრევენციას ისახავს მიზნად და შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. მერის მოადგილემ ისაუბრა ქალაქების როლსა და ადგილობრივი ხელისუფლებების პასუხისმგებლობაზე მდგრადი განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების სტილი მდგრადი განვითარების შესაბამისი გახადოს.

მაია ბითაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო UNECE-ის და ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაში თემაზე: Sustainability Education for Future Urban Leadership”. ახალგაზრდების ურბანული განათლების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მერის მოადგილემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დედაქალაქის უნივერსიტეტებში ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტების არარსებობა დაასახელა. ამასთან, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული განვითარების საკითხების მიმართ ახალგაზრდების მხრიდან გამოხატულ ინტერესზეც ისაუბრა და მაგალითად თბილისის მერიის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მათი აქტიურობა მოიყვანა.

ვიზიტის ფარგლებში მაია ბითაძე, ასევე, დაესწრო UNECE-ის 68-ე სესიას, სადაც ერთ-ერთ მრგვალ მაგიდას უწევდა მოდერატორობას. მრგვალი მაგიდის მთავარ თემას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში UNECE-ის სამართლებრივი ინსტრუმენტების როლი წარმოადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42