მარკოვი ზურაბიშვილისგან ელოდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს პასუხისმგებლობას აღიარებს:
„სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსია. თავის დროზე მან იპოვა ძალა საკუთარ თავში, დაპირისპირებოდა სააკაშვილს, მაშინ როდესაც მას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავდა. რადგან ზურაბიშვილმა ეს გამბედაობა ერთხელ უკვე გამოიჩინა, იქნება ახლაც შეძლოს. საქართველომ უნდა გამოავლინოს სითამამე, რომ აიღოს პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომზე. წინაპირობების გარეშე აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, შეიძლება დავიწყოთ ურთიერთობები საქართველოსთან. თუ ამას არ იზამს, რუსეთი დიდია, მას მოცდა შეუძლია. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა ფანტასტიკის სფეროდანაა საუბარი იმაზე, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია ვინმეს მიერ,“- ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი.
მასალის გამოყენების პირობები






